რჩევები და რეკომენდაციები

სხვა კატაკლიზმების მსგავსად, ვულკანის ამოფრქვევა ხშირად მოულოდნელად ხდება და ადამიანს არაფერი რჩება მასზე ოპერატიული რეაგირების გარდა. საშიშროება, რომელსაც მოქმედი ვულკანი წარმოადგენს, პირდაპირ პროპორციულია მანძილისა კრატერამდე. ანუ განსაკუთრებულად უნდა შფოთავდნენ ისინი, ვინც ბობოქარი მთის სიახლოვეს ცხოვრობს.
 ძლიერ ამოფრქვევებს თან ახლავს მიწისძვრები, რომლებიც თითქოსდა აფრთხილებენ გარშემო მყოფ ყოველ სულდგმულს, რომ საშიშროება საკმაოდ რეალურია და ის შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში. სწორედ ასეთ დროს საგანგებო ვითარებათა სამსახურები მოსახლეობას აფრთხილებენ ვულკანის პოტენციური ამოფრქვევის შესახებ და მით მიანიშნებენ, რომ დროა ჩაალაგონ ჩემოდნები და მოკურცხლონ იქიდან.

ამრიგად, როგორია ვულკანის ამოფრქვევის დროს ქცევის ძირითადი წესები?
1. თქვენ თუ ვულკანის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობთ, მუდმივად უნდა მიადევნოთ თვალი შეტყობინებებს მისი მდგომარეობის შესახებ, მზად გქონდეთ ზურგჩანთა ყველაზე საჭირო ნივთებით და დოკუმენტებით. ის ყოველთვის მზად უნდა იყოს.


2.
ამოფრქვევის ან შესაძლო გართულებების შესახებ შეტყობინების შემთხვევაში (როგორიცაა: წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) დააკონსერვეთ თქვენი საცხოვრებელი სახლი, აიღეთ ყველაზე საჭირო ნივთები და ეძებეთ საიმედო თავშესაფარი, რომელიც ვულკანიდან მოშორებით უნდა იყოს, თანაც იმ მანძილზე, რომ იქამდე ვერ მიაღწიოს ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა და ლავამ.  


3.
თუ ვერ მოასწარით მომზადება და ამოფრქვევას ვერ გაექეცით, აუცილებელია დაიცვათ თქვენი სხეული და თავი ფერფლისა და ქვებისგან, რომლებიც ზემოდან ცვივა ვულკანური ამოფრქვევის გამო. თავს დაიცავს თითქმის ყველაფერი, დაწყებული ხის კონსტრუქციიდან კარტონით დამთავრებული, სუთქვაზე უნდა იზრუნოთ საკუთარი ხელით გაკეთებული მარლით, ან რესპირატორით, რომელიც, თუ ვულკანთან ახლოს ცხოვრობთ, მუდმივად უნდა გქონდეთ მომარაგებული. ხოლო თუ თქვენ მთელი 100%-ით იყავით მზად ასეთი საგანგებო ვითარებისთვის, მაშინ შეგიძლიათ ამოიღოთ თქვენი აირწინაღი და მისით ისუნთქოთ.

4.
ვულკანის ამოფრქვევას ხშირად თან სდევს მეწყერი, ღვარცოფი, დატბორვა. ამიტომაც მოერიდეთ მდინარის ჭალებს, განსაკუთრებით ვულკანის სიახლოვეს, ეცადეთ გახვიდეთ რაც შეიძლება შორს და მაღლა, რათა წყლის ან მეწყრის მსხვერპლი არ შეიქნეთ.

5.
ვულკანის ამოფრქვევის დროს საშიშ ზონას ტრანსპორტით თუ ტოვებთ, მაშინ აირჩიეთ ის მარშრუტი, რომელიც ჰაერის მიმართულების საწინააღმდეგო იქენბა. ეს დაგეხმარებათ თავი ააარიდოთ არასასიამოვნო ფერფლთან შეხვედრას.

6.
საშუალოდ ლავის მოძრაობის სიჩქარე უახლოვდება 40 კმ/სთ-. ამ გავარვარებული ნივთიერებისგან გაქცევა სრულიად რეალურად არის შესაძლებელი. ისევე ვულკანური ფერფლისგან გაქცევის შემთხვევაში, აქაც, ანუ ლავისგან გაქცევის დროს აირჩიეთ ლავის მიმართულების საწინააღმდეგო მარშრუტი, ლავის ჩამოდინების პერპენდიკულარული.

7.
საკუთარი ჯანმრთელობა რამედ თუ გიღირთ, ჩაიცვით რაც შეიძლება თბილი ტანისამოსი. ეს შესაძლებლობა მოგცემთ დაიცვათ თქვენი ორგანიზმის მჟავისგან, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით ჩამოყალიბდება გარემოსთან ნახშირორჟანგის რეაქციის გამო.

8.
ამოფრქვევის შემდეგ არ იჩქაროთ სახლში დაბრუენბა. სახლში დაბრუნების სიგნალი უნდა გახდეს საგანგებო შემთხვევათა სამსახურების ნებართვა, რომ დაბრუნება უსაფრთხოა. თუ არის შესაძლებლობა, რამოდენიმე დღე უნდა დაჰყოთ იმ ზონის მიღმა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის გამო დაზარალდა.
9. სახლში დაბრუნების შემდეგ, შეეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს (2-3 კვირა) არ გააღოთ ფანჯრები, სანამ ფერფლი სრულიად არ განიავდება გარემოდგან. ნუ დაივიწყებთ დაიცვათ სასუნთქი ორგანოები. 



შეჯამება


ამრიგად, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ვულკანის ამოფრქვევის დროს საჭირო ქცევის ძირითადი წესები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საჭიროა პანიკის გარეშე მიიღოთ გადაწყვეტილება. დაბნეულობა მხოლოდ გაართულებს ვითარებას, და ასეთ შემთხვევაში გადარჩენა ძალზედ გაძნელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვულკანის ამოფრქვევის საშიშროება არსებობს არა მარტო მთიანი სისტემების ირგვლივ. ვულკანები პოტენციურად ემუქრებიან დედამიწის ნებისმიერ მცხოვრებსთ, ამიტომაც, სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ამგვარი სახის საშიშროებას.

ჩვენი საიტი გირჩევთ ყოველთვის მზად იყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, უპირველეს ყოვლისა, აღიჭურვეთ ცოდნით, პრაქტიკული ჩვევები - კი სრულიად თქვენს სინდისზე უნდა იყოს დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment