ახტალა

ახტალა — ტალახით სამკურნალო კურორტი ქალაქ გურჯაანშითბილისიდან 122 კმ, ზღვის დონიდან 412 მეტრი. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო). ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი აპრილ-დეკემბერში.













No comments:

Post a Comment