ტეიდე
(ესპ.
Teide) — მოქმედი
ვულკანი
კუნძულ
ტენერიფეზე.
წარმოადგენს
ესპანეთის
უმაღლეს
წერტილს
(ზღვის
დონიდან
3718 მ).
შედგება
უძველესი
კალდერისა
და
შედარებით
ახალგაზრდა
შიდა
კონუსისაგან.
იკავებს
კუნძულის
2/3-ს.
მწვერვალზე
მდებარეობს
მცირე
ზომის
კრატერი,
ხოლო
ფერდობებზე
პარაზიტული
კონუსია.
ნაპრალებიდან
გამოიყოფა
გავარვარებული
აირები.
ტეიდე ერწყმის ვულკან პიკო-ვიეხოს (3103 მ) კონუსს, სადაც მდებარეობს მოზრდილი კალდერა ლა-კანიადასი. დაახლოებით 150 ათ. წლის წინ წარმოიქმნა
უძლიერესი
აფეთქებითი
ამოფრქვევა,
რომელსაც
ზღვის
დონიდან
დაახლოებით
2000 მ-ზე მოჰყვა
მსხვილი
კალდერის
წარმოქმნა.
თანადროულ
დროში
ტეიდე
მიძინებულ
ვულკანად
მიიჩნევა,
უკანასკნელი
ამოფრქვევა
დაფიქსირდა
1909 წელს.
შედარებით
მცირე
ზომის
ამოფრქვევა
გამოვლინდა
1704 და
1705 წწ.
1706 წლის
ამოფრქვევამ
გაანადგურა
ქალაქი
და
ნავსადგური
გარაჩიკო
და
ასევე
რამდენიმე
მომცრო
სოფელი.
ტეიდე
წარმოადგენს მსხვილ
ტურისტულ ობიექტს.
აქვე
მდებარეობს
ეროვნული
პარკი
(ფართობი
18,990 ჰა),
რომელიც
იუნესკომ
2007 წლის
28 ივნისს
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
სიაში
შეიტანა.
No comments:
Post a Comment